ავტორი:

რუსი დიპლომატის, პოეტის, "ლეზგინკისა" და "კალინკას" მოცეკვავის, მარია ზახაროვას "უცნობი ცხოვრება" და ქორწილის სკანდალური ფოტოები

რუსი დიპლომატის, პოეტის, "ლეზგინკისა" და "კალინკას" მოცეკვავის, მარია ზახაროვას "უცნობი ცხოვრება" და ქორწილის სკანდალური ფოტოები

მარია ზახაროვა პირველი ქალია რუსული დიპლომატიის ისტორიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტზე მუშაობს.

ის რუსეთში აღიარებულ დიპლომატად მიიჩნევა, რომლის შეხედულებებსაც საგარეო კურსის განსაზღვრის დროს ითვალისწინებენ. ზახაროვა ცნობილია თავისი სკანდალური გამონათქვამებით, როგორც სხვადასხვა ინტერვიუების დროს, ასევე სოციალური ქსელებიდან.

  • ბავშვობა და ახალგაზრდობა

მარია ზახაროვა 1975 წლის 24 დეკემბერში რუსი დიპლომატების ოჯახში დაიბადა, რომლებიც იმ დროს პეკინში მუშაობდნენ. მამა, ვლადიმერ ზახაროვი, აღმოსავლეთმცოდნე, ჩინური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გახლდათ, მოგვიანებით რუსეთში SCO-ს სამდივნოს მრჩევლის თანამდებობა დაიკავა.

დედამ, ირინა ზახაროვამ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პუშკინის მუზეუმის უფროსი მკვლევრის თანამდებობა მიიღო.

ზახაროვამ ბავშვობა პეკინში გაატარა, ამიტომაც ის თავისუფლად ფლობს ჩინურ ენას. სკოლის წლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვობიდან დიპლომატობაზე ოცნებობდა.

პროფესიით ჟურნალისტმა ზახაროვამ პრაქტიკა პეკინში რუსეთის საელჩოში გაიარა და მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.

ზახაროვა პირდაპირ არ საუბრობს თავის ეროვნებაზე, მაგრამ ცნობილია, რომ მისი ბაბუა მორდვინელი იყო. 20 წლის ასაკში ზახაროვა იერუსალიმს ეწვია, სადაც დავითის ვარსკვლავი შეიძინა და მართლმადიდებლობა მიიღო. დიპლომატის თქმით, მას შემდეგ იგი შეგნებულად ეწინააღმდეგება ნაციონალიზმის ყველა ფორმას.

მისი გამოსვლები ხშირად პროვოკაციულია და საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტი ხდება. 2016 წელს ზახაროვამ რუსეთ-ASEAN სამიტზე "კალინკა“ იცეკვა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/bk7l1maHXIU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერზე გაჩნდა ვიდეო, რომელიც ახალგაზრდული ფორუმის დროს იყო გადაღებული, სადაც საჯარო მოხელე კავკასიურ ცეკვას, "ლეზგინკას“ ასრულებს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/xwVWNpyqJpk" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

პირადი ცხოვრება

მისი მეუღლე ანდრეი მაკაროვია. ზახაროვას ქმარი მეწარმეა, განათლებით ინჟინერი ახლა ერთ-ერთ რუსულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს. ქორწილი 2005 წლის ნოემბრის დასაწყისში, ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც მარია იმ დროს სამსახურებრივი მოვალეობის გამო იმყოფებოდა.

ზახაროვასა და მაკაროვის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. პატარძლის ჩაცმულობა ნამდვილად არ ყოფილა სტანდარტული. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მარიას ვულგარული სამოსი ეცვა - შავი დეტალებით გაფორმებული მოკლე თეთრი კაბა, რომლის მთავარი აქსესუარიც თეთრი ხელთათმანები იყო.

  • "მოკლე ატლასის კაბა, თეთრი კოლჰოტი, ხელთათმანები, საშინელი ვარცხნილობა და ფანქრით დახატული თხელი წარბები, ეს საშინელებაა", - წერდა რუსული მედია.

აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ ფოტოგრაფმა მიკოლა კომისაროვმა გამოაქვეყნა. სურათები სწორედ მისი გადაღებულია. 2016 წლის ინტერვიუში მიკოლა ამბობდა, რომ ფოტოების გამოქვეყნების გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

  • 2021 წელს 7 ნოემბერს ფოტოგრაფმა "ფეისბუქზე" ერთ-ერთი ძველი ფოტო კიდევ გამოაქვეყნა, რაზეც ზახაროვამ მისწერა: "შენი ჭამა მინდოდა კარტოფილთან ერთად, მაგრამ კონსულტაცია ქმართან გავიარე და მითხრა, დაე, იყოს...“

დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ, წყვილს შეეძინა ქალიშვილი, მარიანა. იმისდა მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის არ არის ჩვეულებრივი ბავშვების სამსახურში მიყვანა, ზახაროვა არაერთხელ გამოცხადდა განყოფილებაში ქალიშვილთან ერთად. როგორც თავად განაცხადა, უბრალოდ სახლში დამტოვებელი არ ჰყავდა.

ზახაროვას ბავშვობიდან უყვარდა თოჯინების სახლების მოწყობა. ეს ჰობი მშობლების საჩუქრით - მინიატურული ქუდით დაიწყო, რომელიც ზახაროვებმა თავიანთ ქალიშვილს ჩინეთიდან მიუტანეს. თოჯინების აქსესუარებისა და ინტერიერის ნივთებისადმი გატაცება დიპლომატს სამუდამოდ შემორჩა.

  • ზახაროვა ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს რეგულარული ვარჯიშებით, რის შესახებაც ის "ინსტაგრამის" გვერდზე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სპორტდარბაზში ვარჯიშობს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ტრენერების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთა შორის იყო ცნობილი რუსი ბოდიბილდერი და სტრიპტიზატორი, ნატაშა კარალიოვას ქმარი ტარზანი იგივე სერგეი გლუშკო.

ის წერს ლექსებს და მის პოეზიაზე რუსი მომღერლები მღერიან, მათ შორისაა მაქსიმის ერთ-ერთი ჰიტი. 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე სცენიდან გაისმა პატრიოტული კომპოზიცია, რომელსაც მომღერალი ნარგიზი ასრულებდა და ტექსტის ავტორი ზახაროვა გახლდათ.

ზახაროვა პუტინის მიერ არაერთხელ არის დაჯილდოებული. ბოლო ჯილდო, დიდების ღირსების ორდენი 2020 წელს მიიღო.