ავტორი:

"რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ..." - ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა უკრაინასა და დასავლეთს

"რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ..." - ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა უკრაინასა და დასავლეთს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კრემლის ლიდერმა არ დაასახელა ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება თუ დასავლეთის ქვეყნები ოფიციალური კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებენ.

პუტინის აზრით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ირგვლივ აჟიოტაჟს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეიარაღებული კონფლიქტის რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურება.

ცნობისთვის, უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მიწოდებას (MLRS) ითხოვს, რათა რუსი სამხედროებისა და მათი იარაღის მარაგებზე დარტყმები განახორციელოს.