ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური საზაფხულო აქცია დაიწყო. საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი ტოიოტას ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს ზაფხულის სეზონზე ორიგინალი წარმოების ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას სპეციალურ ფასად სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

„ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სეზონური სპეცაქციით ისარგებლოს და ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის მოამზადოს. ნებისმიერ მსურველს, 31 აგვისტოს ჩათვლით, შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

„პირველ რიგში, საზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები, რომლის შეძენაც „ტოიოტა ცენტრ თბილისშია“ შესაძლებელი, უმაღლესი ხარისხის და გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ. მსურველებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ სერვისზე წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებენ“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS