ავტორი:

სოფელ ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

სოფელ ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

იმერეთში, სოფელ ჭოგნარში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით დაიწყო.