ავტორი:

"რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ისევ იმუქრება" - მიხაილო პოდოლიაკი

"რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ისევ იმუქრება" - მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში არშეშვების გამო და ბრალს სდებს რუსეთისა და მონტენეგროს „საერთო ისტორიის“ ღალატში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც ინახავენ რუსულ კაპიტალს, უნდა დაფიქრდნენ.

"რუსეთისა და მონტენეგროს საერთო ისტორია? გულისხმობთ ოფიციალური პირების ვილებს ადრიატიკის სანაპიროზე ან იახტებს ნავსადგურებში? ქვეყნებს, რომლებიც ინახავენ რუსულ კაპიტალს, დაფიქრება მართებთ,“- წერს პოდოლიაკი.