ავტორი:

სამკაული, რომელსაც ანჯელინა ჯოლი უკრაინის მხარდასაჭერად მუდამ თან ატარებს - სოციალურ ქსელებში პოპულარული ფოტო და ვარსკვლავის თანადგომა უკრაინელებს

სამკაული, რომელსაც ანჯელინა ჯოლი უკრაინის მხარდასაჭერად მუდამ თან ატარებს - სოციალურ ქსელებში პოპულარული ფოტო და ვარსკვლავის თანადგომა უკრაინელებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ატარებს ბეჭედს, რომელზეც ერთიანი უკრაინის რუკაა ამოტვიფრული და ამ ფორმით ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

  • აღსანიშნავია, რომ ეს ბეჭედი ანჯელინას მაშინ აჩუქეს, როცა ის უკრაინას სტუმრობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს უკრაინის რადას "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეც აქვეყნებენ.

"როდესაც ანჯელინა ჯოლი უკრაინაში იმყოფებოდა, მას აჩუქეს ბეჭედი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის რუკით. მან ეს ბეჭედი არა მხოლოდ იმ წუთას გაიკეთა, არამედ შემდეგაც გააგრძელა მისი ტარება.

უკრაინის ნაწილი ყოველთვის იქნება მსახიობთან და იუნისეფის კეთილი ნების ელჩათან ერთად“, - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში მაისში იმყოფებოდა. მან ომისგან დაზარალებული ბავშვები მოინახულა და მათ პირადად ესაუბრა.