ავტორი:

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი კიევშია გადასვენებული. ქართველი მებრძოლი საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ სამხედროებთან ერთად დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.