ავტორი:

ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება -  როგორ ჩაიარა კენჭისყრამ?

ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება -  როგორ ჩაიარა კენჭისყრამ?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

აღნიშნული შედეგები ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მიმართ უკმაყოფილება ე.წ. "ფართიგეითის" სკანდალმა გამოიწვია. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი "ლოქდაუნის" დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.