ავტორი:

ძლიერი წვიმის შედეგად საგურამო დაიტბორა - რა ვითარებაა ადგილზე? (კადრები ადგილიდან)

ძლიერი წვიმის შედეგად საგურამო დაიტბორა - რა ვითარებაა ადგილზე? (კადრები ადგილიდან)

საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები. გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეიდან ამინდის გაუარესებას ელოდებიან. 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საგურამოში გადაღებული კადრები ვრცელდება "ფეისბუქის" გვერდზე, "ჩემი ქალაქი მკლავს"

ნახეთ ვიდეოკადრები: