ავტორი:

"რუსული ძალები თითქმის მთელ უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონს აკონტროლებს" - რას აცხადებს შოიგუ?

"რუსული ძალები თითქმის მთელ უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონს აკონტროლებს" - რას აცხადებს შოიგუ?

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები თითქმის მთელ უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონს აკონტროლებს.

"ლუგანსკის ოლქის 97% გათავისუფლებულია",- განაცხადა შოიგუმ თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე.

შოიგუს განცხადებით, ქალაქ სევეროდონეცკის საცხოვრებელ უბნებს რუსული ძალები აკონტროლებენ და პროცესები მიდის ინდუსტრიული ტერიტორიების ასაღებად.