ავტორი:

"დანებება გამოსავალი არ არის... ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"დანებება გამოსავალი არ არის... ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის - უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით", - წერს გიორგი კეკელიძე.

რამდენიმე დღის წინ კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. ის ინტოქსიკაციით კლინიკაში იყო გადაყვანილი. ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.