ავტორი:

პირი, რომელმაც ბათუმში 19 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა, სამართალდამცველებმა დააკავეს

პირი, რომელმაც ბათუმში 19 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა, სამართალდამცველებმა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის გოგოს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში 19 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს, სამართალდამცავებმა კი ზუგდიდში იპოვეს ავტომობილი, რომლითაც გატაცებული 19 წლის გოგო გადაჰყავდათ.