ავტორი:

"ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ცემას, თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე" - ალუდა ღუდუშაური გიორგი ვაშაძეს

"ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ცემას, თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე" - ალუდა ღუდუშაური გიორგი ვაშაძეს

ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ბატონო გიორგი ცემას, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მასზე თავდასხმას გეგმავს. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, მიუხედავად ვაშაძის მიერ გაკეთებული მოწოდებებისა, ის “ბუნებრივად მხდალი და მშიშარაა”.

„დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს მულტფილმს. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი მულტფილმი, “თაგვი და კატა”. თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის. გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში. ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ბატონო გიორგი ცემას, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს: სად თქვენ და სად ჩვენ. ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.