ავტორი:

"როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც პატრონყმური წყობაა..." - თაკო ჩარკვიანი შალვა პაპუაშვილს ურჩევს, იყოს "ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე"

"როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც პატრონყმური წყობაა..." - თაკო ჩარკვიანი შალვა პაპუაშვილს ურჩევს, იყოს "ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე"

თაკო ჩარკვიანი პაპუაშვილს - გამიხარდებოდა, იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყოთ, რომელსაც, რაიმე შეუძლია, გარდა იმისა, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენოს და მამაკაცები საჩხუბრად გამოიწვიოს

გთავაზობთ თქვენი ინტელექტუალური რესურსი დახარჯოთ იმაში, რომ იყოთ ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

მისივე განცხადებით, გაუხარდებოდა, რომ პაპუაშვილი იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, რომელსაც "რაიმე შეუძლია, გარდა იმისა, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენოს და მამაკაცები საჩხუბრად გამოიწვიოს.

"მე არ ვგრძნობ, რომ პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. საკონონმდებლო ორგანოს ფუნქციაა, რომ მას ემორჩილებოდეს ისეთი მინისტრები, როგორიც გახლავთ, მაგალითად, "მიკროფინანსისტი" კულტურის მინისტრი და სხვა. ყველა მინისტრი თავს გრძნობს ისე, რომ მას ხელმძღვანელი ჰყავს სხვაგან, როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც პატრონყმური წყობაა, თორემ დღეს დეპუტატები ერთმანეთს ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ. მე, უბრალოდ, გთავაზობთ, რომ თქვენი ინტელექტუალური რესურსი დახარჯოთ იმაში, რომ იყოთ ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე. ვინაიდან ეს ყველაფერი გაუსაძლისი მგონია, ჩემი აზრით, ეროვნულ შეთანხმებაზე უნდა ვიფიქროთ. ბატონო შალვა, თქვენც მინდა იფიქროთ ამაზე. რატომღაც მგონია, რომ უნდა ავყვეთ ყველა ამაში ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამეტში წლიური მოხსენებით გამოვიდა.