ავტორი:

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და  უტარდება ყველაფერი, რაც საჭიროა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილის" საეჭვო შემთხვევაზე

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და  უტარდება ყველაფერი, რაც საჭიროა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილის" საეჭვო შემთხვევაზე

ე.წ. მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც შესაძლოა, "მაიმუნის ყვავილი" ჰქონდეს, დამაკმაყოფილებელია.

"გაიგზავნა ცირკულარი სამედიცინო დაწესებულებებში, რომ გაგვეძლიერებინა მეთვალყურეობა კანზე გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ბოლო კვირის განმავლობაში იყო ორი ასეთი შესაძლო შემთხვევა.

ერთ შემთხვევაზე მივიღეთ უარყოფითი ლაბორატორიულად და კლინიკურადაც არ იყო იქ საეჭვო

მეორე შემთხვევა განხილულ იქნა, როგორც სავარაუდო შემთხვევა და ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურებული პასუხი არ გვაქვს, გარწმუნებთ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა", - ამბობს გამყრელიძე "რუსთავი 2" - თან საუბრისას.