ავტორი:

"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?

"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?

ვუთხარი, შენ ნაცვლად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა - მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაიარა, მობრუნდა და შევაგინე, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულმა ირაკლი ხომასურიძემ განაცხადა.

დაკავებულის თქმით, მას პირველი ხელი დავით ბერძენიშვილმა მოუქნია.

"ქაშვეთის წინ ვიყავი, გამოიარეს ბერძენიშვილმა და სამნიძემ. გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები. შევხვდი მას და მივმართე ორივეს: თქვენ არასწორი ადამიანები ხართ, მიკერძოებულები ხართ - მეთქი. ბერძენიშვილი და მთლიანად ოპოზიცია ქვეყნის მტრები არიან.

ბოლოს ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, არ მოეწონა ის საკითხი, რომ პარლამენტში საშვის დაშვება ვთხოვე, ვუთხარი, შენ მაგივრად, შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა - მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაიარა მობრუნდა და შევაგინე. შენ მეორე თვალიც უნდა ამოგთხაროს კაცმაო, ისტერიკაში იყო, ავადმყოფია, ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე. მან მომიქნია პირველი ხელი, საშიშია, ის დეპუტატია", - განაცხადა ხომასურიძემ.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ კორექტულად ესაუბრა.

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ყველაზე გაბრაზებული ხართ",- მიმართა მას მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიში ვარ. საშიში თვითონ იყო", - განაცხადა ხომასურიძემ.

მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.