ავტორი:

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან ერთ-ერთი 23 წლის დავით გერლიანია, რომელიც აფხაზეთიდან იყო დევნილი და უკრაინაში ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მეორე კი კირილ შანავაა, რომელიც, როგორც გერლიანი, უკრაინის მოქალაქე იყო და იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. დაღუპული ქართველების ვინაობის შესახებ ინფორმაციას "ტვ ოდიში" ავრცელებს.

რეგიონული მედიის ცნობით, დანიელ გერლიანს, კიევის ძმათა სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი კიევშია გადასვენებული და ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში.

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბრძოლო მოქმედებებს 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.