ავტორი:

"არც გვარამიაა თავისუფალი მედია და არც სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა - მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას" - თალაკვაძის პასუხი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

"არც გვარამიაა თავისუფალი მედია და არც სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა - მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას" - თალაკვაძის პასუხი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

სიმართლე არის ჩვენს მხარეს: არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა - მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკა გაუგებარია მოქალაქეებისთვის.

"რეზოლუციის აგება ამაზე აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის გაუგებარი. აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დაყენება და ეს არის რეალობისგან შორს მყოფი განაცხადი. სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში. კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მოველით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.