ავტორი:

"ომის დამთავრების შემდეგ სვანეთში აპირებდა ქორწილის გადახდას... ამბობდა, ფეხით მოვივლი მთელ საქართველოსო" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"ომის დამთავრების შემდეგ სვანეთში აპირებდა ქორწილის გადახდას... ამბობდა, ფეხით მოვივლი მთელ საქართველოსო" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, 24 წლის დანიელ გერლიანს, დღეს კიევში დაკრძალავენ. ამის შესახებ გარდაცვლილი მეომრის დედა, ალა გერლიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი შვილის, ჩემი დამცველის, ოფიცრის, მშვენიერი, ნათელი, პატიოსანი ბიჭის, ჩემი დანეჩკას სიცოცხლე შეწყდა! ის დაიღუპა სამშობლოს დასაცავად, სამშობლოსათვის ბრძოლაში, დაიღუპა, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ. ვაფასებ ყველას თანადგომას და თანაგრძნობას. დანიას დაკრძალვა გაიმართება ხვალ" - წერს "ფეისბუქში" დანიელ გერლიანი დედა.

დანიელ გერლიანი აფხაზეთიდან დევნილი იყო და უკრაინაში ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

"მამამისი - გურამ (გელა) გერლიანი აფხაზეთიდან არის. აფხაზეთში ჩემი სიძის მეზობლები იყვნენ. ჩემი და და სიძე ნიდერლანდებში ცხოვრობენ და გელასთან ჰქონდათ ურთიერთობა. გელა აფხაზეთის ომის შემდეგ უკრაინაში ცხოვრობდა და იქ უკრაინელ გოგოზე, ალაზე იქორწინა და 2 ბიჭი ჰყავდათ. ომი რომ დაიწყო, გელამ თავისი მეუღლე და უმცროსი შვილი, გიორგი ნიდერლანდებში, ჩემს დასთან და სიძესთან გაუშვა და იქ იყვნენ. უმცროს ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. უფროსი - დანიელი მამასთან ერთად დარჩა უკრაინაში და იქ იბრძოდა.

თურმე, ეუბნებოდნენ დანიელს, წამოსულიყო, საქართველოს მოქალაქეობის საბუთით შეიძლებოდა მას უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი უთქვამს. ომის დაწყებიდან ხელში იარაღი აიღო და უკრაინის მიწა-წყალს იცავდა.

დანიელი პროფესიით იურისტი იყო, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა. ომის დაწყებამდე კიევში პროკურორად დაინიშნა. დიდი მომავალი ჰქონდა.

უთქვამს, მე ბოლომდე ქვეყნის სადარაჯოზე ვიქნებიო და ასეც იყო. ნიდერლანდებში მყოფი დედა, თურმე, სულ ღელავდა და ცდილობდა ომში მყოფ შვილთან დაკავშირებას. სამწუხაროდ, მან იქ შეიტყო ეს უმძიმესი ამბავი და კიევში ჩავიდა. დანიელის ძმა კვლავ ნიდერლანდებშია და მომხდარს, ცხადია, ძალიან განიცდის. გელა ამბობს, ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ ცხედრის გამოყვანას და ვერ გამოჰყავდათო. გუშინ მოასვენეს სახლში, დედა ძალიან ცუდად გამხდარა... განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: