ავტორი:

ფერწერული ტილოების შთამბეჭდავი კოლექცია, ბინები, ფართის გაყიდვით მიღებული მილიონი დოლარი... - როგორია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია?

ფერწერული ტილოების შთამბეჭდავი კოლექცია, ბინები, ფართის გაყიდვით მიღებული მილიონი დოლარი... - როგორია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარლამენტარია. პოლიტიკოსმა ფერწერული ტილოების შეგროვება ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაიწყო და შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა. მილიონერი დეპუტატი უკვე მეორე ვადით არის პარლამენტის წევრი. 2020 წელს ოდიშარია იმ დეპუტატებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ. დეპუტატმა საკუთარი და ოჯახის წევრების უძრავი ქონება დეკლარაციაში არ ასახა, ასევე ცდომილება იყო საკუთარი და ოჯახის წევრების შემოსავალ-გასავალში...

ბექა ოდიშარიას ჰყავს მეუღლე მარიამ გამცემლიძე და სამი შვილი - ლაშა, ჯაბა და მარიამ ოდიშარიები.

მომღერლის საკუთრებაშია 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბათუმში, 357 კვ. მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, დეპუტატი ასევე ფლობს 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს საგურამოში, რომელიც 2007 წელს 4 ათას დოლარად შეიძინა.

გაცვლით აქვს მიღებული კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი დიდ ლილოში 1500 კვ.მ და ბაკურიანში ცეკავშირის მიმდებარედ 600 კვ.მ.

თბილისში თაბორის მთის მიმდებარედ ოდიშარიას საკუთრებაშია 362 კვ.მ ორი ბინა და არასაცხოვრებელი ფართი... 2016 წელს დეპუტატმა ბაკურიანში 43,4 კვ.მ ბინა აიშენა.

ბექა ოდიშარიას ჰყავს ორი მსუბუქი ავტომანქანა - 2018 წელს 33 ათას დოლარად შეძენილი TOYOTA LANDCRUIZER LC 200 და 2020 წელს 30 ათას დოლარად შეძენილი RANGE ROVER EVOQUE.

დეპუტატის კუთვნილებაშია 41 ფერწერული ტილო, საიდანაც ორი მემკვიდრეობით გადაეცა, დანარჩენი კი დეპუტატმა სხვადასხვა წლებში შეიძინა და მათში ჯამში 80 ათასი ლარი გადაიხადა. ტილოების დასახელება დეკლარაციაში მითითებული არ არის...

პოლიტიკოსის მეუღლემ მარიამ გამცემლიძემ 2021 წელს 15 ათას დოლარად მსუბუქი ავტომანქანა JEEP WRANGLER SPORT 2 შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას ოდიშარიას "საქართველოს ბანკი" სოლო ანგარიშზე ჰქონდა 58 036 ლარი. ვითიბი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1403,79 ლარი, 5,77 ევრო და ვითიბი ბანკის საბარათე ანგარიშზე 6060,36 დოლარი. ბაზისბანკში ანაბარზე 211,54 დოლარი. მარიამ გამცემლიძეს "საქართველოს ბანკი" სოლო ანგარიშზე ჰქონდა 5666,34 ლარი.

მარიამ გამცემლიძე შპს სამშენებლო კომპანია ანაგი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსია 2021 წელს ხელფასის სახით 25 631,98 მიიღო. ბექა ოდიშარიამ საქართველოს პარლამენტის აპარატში დეპუტატისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თანამდებობრივი სარგო ერთ კალენდარულ წელში 53 449,92 ლარი მიიღო.

მარიამ გამცემლიძეს საქართველოს ბანკში ორი სესხი აქვს. პირველი სესხი 73 000 ლარი 2018 წელს აიღო და 2028 წელს ასრულებს. გასულ წელს სესხის დასაფარად 12 199,69 ლარი გადაიხადა.

მეორე, ამჯერად ერთწლიანი სესხი 4081,63 ლარი 2021 წელს აიღო და 1907,31 ლარი უკვე გადაიხადა. ბექა ოდიშარიამ გასულ წელს შვილის სწავლის საფასურში 15 720 ევრო გადაიხადა. ქონების გადასახადი კი 10788,99 ლარი.

ბექა ოდიშარიას ანგარიშზე შემოსავლის სახით ფიქსირდება მანქანის დაზღვევიდან მიღებული თანხა 26 000 დოლარი.

დეპუტატის აქციებიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 61 966 ლარი შეადგინა. აბაშიძის N34 ში მდებარე 3 კომერციული ფართის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 1 180 000 დოლარი შეადგინა.