ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ქუთაისში სტარტაპების პრეაქსელერაციის პროგრამა განხორციელდა. პროგრამის მიზანი ინოვაციური აზროვნების განვითარება, მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და იდეების განვითარება გახლდათ. ტრენინგებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები.
პროგრამის ფარგლებში 50-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა: იდეების გენერირება, ბაზრის კვლევა, MVP, ბრენდი/ბრენდინგი, ბიზნეს მოდელის შემუშავება და სხვა. თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდგომ ჩატარდა ფინალური დემო დღე, სადაც გამარჯვებული და რჩეული გუნდები გამოვლინდნენ:
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს BTU-სგან გადაეცათ ფულადი ჯილდო 1,000₾-ის ოდენობით და ასევე უფასო სერვისები, როგორიცაა: სამუშაო სივრცე, მარკეტინგული და ფინანსური კონსულტაციები, საინფორმაციო მხარდაჭერა და სხვა. რჩეულ გუნდებს კი BTU პარტნიორ კომპანიებთან ერთად იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარება.
R