ავტორი:

"300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! გვატყუებთ ყველას... ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ" - ხაბეიშვილი თავდაცვის მინისტრს

"300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! გვატყუებთ ყველას... ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ" - ხაბეიშვილი თავდაცვის მინისტრს

დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი, 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! - გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც „მინისტრის საათი“ ფორმატში უსმენენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამორიცხულია მინისტრი 400-500 ლარად ცხოვრობდეს.

"დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! ღმერთმა გამრავლოთ და კარგად გიმყოფოთ. გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ. დეკლარაცია თქვენ შეავსეთ და იქნებ ვინმეს გადაახედოთ, პირდაპირ წერთ, რომ კორუმპირებული ხართ. გამორიცხულია, რომ 400-500 ლარად ცხოვრობდეთ, ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ“, - მიმართა ხაბეიშვილმა თავდაცვის მინისტრს.

ხაბეიშვილმა ბურჭულაძეს მიმართა კითხვით, თავდაცვის სამინისტრო თუ ფიქრობს იმაზე, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი სულ მცირე 2000 ლარი მაინც იყოს.

„800-დან 1000 ლარამდე რომ აქვთ ჯარისკაცებს ანაზღაურება, ამასობაში თქვენ, თავდაცვის სამინისტრო თუ ფიქრობთ იმაზე, რომ მინიმალური ხელფასი იყოს 2000 ლარი? რატომ არ შეუძლია თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ისე ოპტიმიზაცია, რომ ამ ადამიანებს 300-400 დოლარი თვიდან თვემდე არ ჰქონდეთ და ქვეყნიდან არ გარბოდნენ?!“ - მიმართა ხაბეიშვილმა მინისტრს.