ავტორი:

"მაგია კვარაცხელიასგან... დიდი მოთამაშე და საფეხბურთო კლასი... მოუთმელად ველოდებით " - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიური გამოცემები და "ნაპოლის" ფანები

"მაგია კვარაცხელიასგან... დიდი მოთამაშე და საფეხბურთო კლასი... მოუთმელად ველოდებით " - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიური გამოცემები და "ნაპოლის" ფანები

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მომდევნო სეზონს იტალიურ გუნდ "ნაპოლისთან“ ერთად დაიწყებს, იტალიელი ფანებისა და იტალიური მედიის დაკვირვების მთავარი ობიექტია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო თამაშების შემდეგ კი ხვიჩა იტალიური გამოცემების მთავარ გვერდს იკავებს და მისი შესაძლებლობების შესაფასებლად ჟურნალისტები საქებ სიტყვებს არ იშურებენ.

"კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიტანა და თან რა გოლი გაიტანა. ნაპოლის ახალი შენაძენი კვლავ მატჩის მთავარი გმირი იყო. მას თავისი საქართველო ერთა ლიგის გამარჯვებამდე მიჰყავს. საქართველომ მაკედონია 0-3 დაამარცხა. კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ნეაპოლში მოუთმენლად ველით მას, კავკასიელ ჯიჯი მერონს (იტალიელი ფეხბურთელი), რომელიც უკვე ათბობს ჩვენს გულებს“, - წერს გამოცემა ilnapolista.

  • ხვიჩა კვარაცხელია "ტვიტერშიც“ პოპულარული იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული თამაშის შემდეგ და იტალიელმა ფანებმა მას არაერთი პოსტი მიუძღვნეს.

კიდევ ერთი მაგია კვარაცხელიასგან.

ჩვენც ყოველთვის ასე გაგვახარე.

ჩემთვის კვარაცხელია ინსინიეზე უფრო მაგარია.

რა კარგია, რომ ეს ბიჭი ჩვენია.

ნაპოლის ახალი ტალანტი. ფსონს ვდებ, რომ ნაპოლიშიც ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც თავისი ქვეყნის ნაკრებშია.

დიდი მოთამაშე, რა მოძრაობები, რა კლასი“, - წერენ "ტვიტერში“ ეს ეს მხოლოდ მცირედია იმ უამრავი გამოხმაურებიდან, რომელიც კვარაცხელიას გუშინდელ თამაშს მოჰყვა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 0-3 დასრულდა. თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლის გატანა მეორე ნახევარში შეძლო - პირველი გოლი ზივზივაძემ, მეორე კვარაცხელიამ, მესამე კი კიტეიშვილმა გაიტანა.

მომდევნო შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე, 12 ივნისს გაიმართება, სადაც საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდება.