ავტორი:

"კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან... " - გია ხუხაშვილი

"კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან... " - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კობახიძის კომენტარი, რომ მას "ჩალის ფასი აქვს“, სხვა არაფერია თუ არა იმის თქმა, რომ საქართველოს მმართველ გუნდს არც ის აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე ქვეყნის პარტნიორები და თავად მათ არც ევროპული პერსპექტივა აინტერესებთ.

ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"კობახიძის ეს განცხადება ასედაც შეიძლება იყოს გაგებული - ხელისუფლებას ევროპული ალტერნატივის გარდა, სხვა ალტერნატივაც აქვს.

ევროპარლამენტი ევროპული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ასე საუბარი მართლაც გაუგებარია. და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანას განცხადება აქვს შეტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან იგი ეძებს მიზეზს, რომ აპირებს არა ევროპაში, არამედ სადღაც სხვაგან წასვლას.

კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან იგი ეძებს მიზეზს, რომ აპირებს არა ევროპაში," - აცხადებს ხუხაშვილი.

ასევე ნახეთ: