ავტორი:

"იძალადეს დაცვის თანამშრომლებზე, ერთ-ერთ დეკანზე, რექტორის თანაშემწეზე..." - სტუდენტების ძალადობრივი პროტესტი: მძიმე კადრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

"იძალადეს დაცვის თანამშრომლებზე, ერთ-ერთ დეკანზე, რექტორის თანაშემწეზე..." - სტუდენტების ძალადობრივი პროტესტი: მძიმე კადრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

დღეს ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ. როგორც ირკვევა ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

უნივერსიტეტმა მოუწოდა როგორც თსუ-სა და ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით აქციას ატარებენ, პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.

საკამოდ მძიმე საყურებელია ის ვიდეოები, რაც ვრცელდება. სტუდენტები არ ერიდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

"ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანზე ძალადობენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ როგორი ადამიანის ღირსება შელახეს!", - წერს არჩილ კუკულავა, რომელმაც ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით, "ძალადობა მოხდა დაცვის თანამშრომლებზე, ერთ-ერთ დეკანზე, რექტორის თანაშემწეზე (დაცვის 4 თანამშრომელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა). მიზანი - კაბინეტში შეჭრა, სადაც იმ დროისთვის არავინ იმყოფებოდა!" - წერს ის.