ავტორი:

ბულგარეთის ეროვნული ნაკრები, თბილისში ჩასვლის შემდეგ, მძიმე ავარიაში მოყვა, დაშავებულია ერთი ფეხბურთელი - როგორია მისი მდგომარეობა?

ბულგარეთის ეროვნული ნაკრები, თბილისში ჩასვლის შემდეგ, მძიმე ავარიაში მოყვა, დაშავებულია ერთი ფეხბურთელი - როგორია მისი მდგომარეობა?

ბულგარული მედიის ცნობით, მათი საფეხბურთო ნაკრები თბილისის ერთ-ერთ გვირაბში ავარიაში მოჰყვა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბულგარელების ერთ-ერთი ვარსკვლავი ტოდორ ნედელევი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელთა ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება ამ დროს მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა. მას მინის ნამსხვრევები სახესა და ხელზე მოხვდა და დაუსისხლიანდა. ის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასთან ერთად გუნდის ექიმი იმყოფება.

დაშავებული ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი

ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო გუნდის სხვა წევრები და პერსონალი არ დაზიანებულან.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ კასაბოვმა ინციდენტის შესახებ საქართველოში ბულგარეთის საელჩო ჩააყენა საქმის კურსში, პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო.

"ბულგარეთის ეროვნული ნაკრები, თბილისში ჩასვლის შემდეგ, მძიმე ავარიაში მოხვდა. გზად სასტუმროსაკენ ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, რამაც სერიოზული ავარია გამოიწვია. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა დანარჩენი წევრი და პერსონალი კარგადაა", - ნათქვამია ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

P.S. ბულგარული მედია წერს, რომ თამაშის გადადება გამორიცხულია და 12 ივნისს გასამართ ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩს გუნდები აუცილებლად ითამაშებენ.