ავტორი:

"ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში ავარიით გარდაცვლილ მამაკაცზე?

"ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი ახმეტაში ავარიით გარდაცვლილ მამაკაცზე?

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც გარდაცვლილთა ოჯახის ახლობელია:

"ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია, ძალიან მიჭირს და ვწუხვარ, რომ ვაქვეყნებ ინფორმაციას გებიშა ხანგოშვილის Gebish Khangoshvili გარდაცვალების შესახებ. Meka Khangoshvili Tumi Dishni ვიზიარებ, ჩვენ ერთად ძმა დავკარგეთ" - წერს კუბლაშვილი.