ავტორი:

"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე

"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება უსამართლო, შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

„აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.