ავტორი:

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 32 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 32 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რითაც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 150 -ს მიაღწია.

„24 თებერვლიდან 12 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: 1430 ერთეულ ტანკს, 3484 ჯავშანტექნიკას, 715 საარტილერიო სისტემას, 226 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 212 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2455 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემებს/ნავებს, 582 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 54 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთმა ყველაზე დიდი ზარალი სევეროდონეცკისა და ბახმუტის რეგიონებში განიცადა.