ავტორი:

"ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები... რუსულ გაზზე ხომ ხელს ითბობს ევროპაც და უკრაინაც, ჩვენგან რა უნდათ? - ვინ ეკითხება, ვისგან ვიყიდი საჭმელს?" - მეუფე იაკობი

"ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები... რუსულ გაზზე ხომ ხელს ითბობს ევროპაც და უკრაინაც, ჩვენგან რა უნდათ? - ვინ ეკითხება, ვისგან ვიყიდი საჭმელს?" - მეუფე იაკობი

"შეიძლება, რომ უკრაინის ხელმძღვანელები, ეს იქნება ვლადიმირ ზელენსკი თუ სხვები ჩვენზე ასე ლაპარაკობდნენ?", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

  • მეუფე იაკობის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში "მაიდნის მოვლენები“ განვითარდა, ამ ქვეყნის ხელმძღვანელები "ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ“.

"შეიძლება, რომ უკრაინის ხელმძღვანელები, ეს იქნება ზელენსკი თუ სხვები ჩვენზე ისე ლაპარაკობდნენ როგორც ლაპარაკობენ? ამან რა ნაყოფი გამოიღო? რამეში ვართ ჩაჭრილები? რაც მაიდანი მოხდა, სულ ჩვენს წინააღმდეგ არიან, პოროშენკო იყო თუ ვინც იყო, სულ ჩვენს წინააღმდეგ არიან. ჯვარი გვწერია, უკრაინასთან და თუნდაც ამ ადამიანებთან კარგი უნდა გვქონდეს. მე მიხარია, რომ ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელ ხალხთან ისინი კარგად არიან, რადგან ქართველთან თუ კარგად არიან, კარგია, მაგრამ საქართველოსთანაც იყავი კარგად.

ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები. ძლივს წესიერად მივდივართ, რომ რაღაც პერიოდები მშვიდად გავიაროთ. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს რომ გვეუბნებიან, რას ეუბნები რუსეთს? რისთვის მეუბნები, სასამართლოსთვის? ისევ მიშას მოსამართლეები ვინც იყვნენ, ისინი არიან ახლაც. ჩვენთან ვინც დამნაშავე იყო, ყველა შეიფარეს. აქედან რომ მილიარდებით გაიქცა და უნგრეთში ბანკი გამიხსნა, იქაურ პირველ პირთან რომ მეგობრობს, უკრაინაშიც თანამდებობა აქვს. ბოლო-ბოლო, რუსეთის გაზი ჩვენგან გადის? რუსულ გაზზე ხომ ხელს ითბობს ევროპაც და უკრაინაც? ჩვენგან რა უნდათ? ძირითად სანქციებზე მიერთებული ვართ, ხორბალს თუ რაღაცას ვიყიდით, უკრაინის, ევროპის და რუსეთის ხელისუფლებას ვინ ეკითხება ვისგან ვიყიდი საჭმელს? მაშინ შენ მომეცი იმ ფასში და ვიყიდი.

ჩვენ უკვე კარგა ხანია ვატყობთ, რომ თითქოს უკვე მიგვყიდეს რუსეთს, ისე არიან. ევროპაც და სხვებიც ნუ იქცევიან ასე, საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან, ვერავინ დაგვაჩოქებს და მაინც გავიმარჯვებთ, მაინც გავიმარჯვებთ. ჩვენთან ლამის ყველა სახლზე უკრაინის დროშაა და კიდე მეტი რა გავუკეთოთ? სახელმწიფოც ხომ უხდის? ჩვენ მოვიკლებთ და გადავუხდით აქ ჩამოსულებს, რა უნდათ მეტი ჩვენგან? იმას მიხედონ, მილიარდები რომ შედის, სწორედ ხარჯონ და სამხედრო რაღაცები რომ აძლევენ, ქვეყანაში დატოვონ და არ გაყიდონ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.