ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან - ადგილობრივები "ტრაგედიის სანაპიროებსა" და უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე საუბრობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან - ადგილობრივები "ტრაგედიის სანაპიროებსა" და უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე საუბრობენ

"ტურისტული სეზონი დაიწყო და წელს უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელს ველოდებით, ეს კი ნიშნავს, რომ შემოსავალთან ერთად, პრობლემები და ინცინტენდებიც გაიზრდება", - ასე ეხმაურებიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის განაცხადებას იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე რუსეთიდან 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, "რუსეთში ტურდახმარების დირექტორმა ალექსანრდ ოსაულენკომ ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსი ტურისტები სამოგზაუროდ, მხოლოდ იმ ქვეყნებს განიხილავენ, სადაც მათ მიმართ კეთილგანწყობილი არიან, მათ შორის აფხაზეთი ლიდერობს."

რუსი და აფხაზი ტურ-ოპერატორები სანქციებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აფხაზეთში ტურისტთა რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან და აფხაზეთში ამბობენ, რომ 1,5 მილიონი ტურისტის მისაღებად მზად არიან.

  • ოსაულენკოს ცნობითვე, ბოლო წლებში, რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტების ნაკადი ისედაც მზარდი იყო და გასულ წელს აფხაზეთში რუსეთიდან მილიონზე მეტი ტურისტი შევიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო ინსპექციის მონაცემებით, უსაფრთხოების კუთხით, რეგიონის 20 პლაჟიდან ტურისტების მისაღებად მხოლოდ რვა არის მზად, დანარჩენი ადგილები მოუწესრიგებელია.

"კერძოდ, ამ პლაჟებზე არ არსებობს სამაშველო სამსახური, არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, არ სუფთავდება ინტენსიურად, მაგრამ ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა იციან, რომ ეს რუსეთიდან ჩამოსულ დამსვენებლებს დისკომფორტს მაინცდამაინც არ შეუქმნის, რადგან ყოველ წელს ასეა, მაგრამ ეს მათ რაოდენობას არ ამცირებს", - წერს აფხაზური მედია.

ე.წ. სახელმწიფო ინსპექსიის სამსახურის წარმომადგენლის თენგზის საბუას ცნობით, 20-დან 12 პლაჟი უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. ე.წ. კერძო მეპატრონეები მათ მოსაწესრიგებლად კიდევ რამდენიმე დღეს ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მოუმზადებელი პლაჟები ოფიციალურად არ იხსნება,მაგრამ დამსვენებელს მაინც იღებენ და სწორედ იქ ხდება უკონტროლო სიტუაციები. "ნასვამი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტურისტები ზღვაში შედიან შტორმის დროსაც, მათ გადარჩენას ცდილობენ იქვე მყოფი ადგილობრივები და უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ ორივე ერთად დამხრჩვალა, ან დაკარგულა. ასეთი პლაჟებს ადგილობრივები "ტრაგედიის სანაპიროს" ვუწოდებთ, რადგან მუდმივად ქრებიან, ან იხრჩობიან ადამიანები. მხოლოდ გასულ წელს, ამ ე.წ. გაუხსენელ პლაჟებზე 20 ტურისტი დაიხრჩო, მათ შორის, ერთი ქალი, პატარა შვილთან ერთად, რომელიც ბავშვებთან ერთად, ასევე შტორმის დროს შევიდა ზღვაში:, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ლანა კვეკვესკირი.

  • "არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭები ქირაობენ მოტორიან ნავს, სანაპიროზე ეცნობიან რუს გოგონებს და მათ გასეირნებას სთავაზობენ, შემდეგ, ძარცვავენ და აყაჩაღებენ, ან ძალადობენ მათზე. რამდენიმე გოგონა დღემდე დაკარგულად ითვლება. ასეთი ცალკეული ბოროტმოქმედების გამო მთელი ქვეყნის იმიჯი ილახება. ანუ ასე ერთი დღით ვცხოვრობთ", - წერს იასონ აბხაზი.

"მაიკსა და ბუხტაში ადრე პრობლემა არ იყო, ახლა კი, იქაურობა უზბეკებმა შეისყიდეს, ბოძებით შემოსაზღვრეს და საკმაოდ დიდი ტერიტორია ჩაკეტეს. იქ შესვლის უფლება მათ გარეშე არავის აქვს, გასაგებია რატომაც - ფასიანი პლაჟი იქნება, კაფე-ბარებითა და შეზლონგებით, ისეთი, სადაც "ჩვეულებრივი", ანუ უფულო ადამიანები ვერ შეაღწევენ.

არადა, ეს არის ჩვეულებრივი, საზოგადოებრივი სივრცე, ანუ პლაჟის ფასში, რამდენიმე ბიზნესი წამოიწყეს, ჩვენი შევიწროების ხარჯზე. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ასე შემოხაზულ ადგილებს სხვაგანაც უნდა ველოდოთ, ძალიან ბევრს. აფხაზეთი ორი ნაწილად იყოფა - მდიდარი და ღარიბი, მდიდრებში, ჩინოვნიკები და მათი ოჯახები არიან, დანარჩენი აფხაზეთი ღატაკია", - წერს გარი გიცბა.