ავტორი:

რუსეთში გაიხსნა McDonald's-ის შემცვლელი, რომელსაც "გემრიელია და წერტილი“ დაარქვეს

რუსეთში გაიხსნა McDonald's-ის შემცვლელი, რომელსაც "გემრიელია და წერტილი“ დაარქვეს

რუსეთში ამერიკული კვების ობიექტების გიგანტური ქსელის, McDonald's-ის შემცვლელი გახსნა. "მაკდონალდსმა“ რუსული ბაზარი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.

McDonald's-ის შემცვლელს "გემრიელია და წერტილი“ დაარქვეს. მართალია, მათ მენიუში არ არის "მაკდონალდსის" საფირმო ბურგერები, თუმცა შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მომხმარებლები "მაკდონალდსის" საკვებისგან დიდ განსხვავებას ვერ დაინახავენ.

"ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა სტუმრებმა ვერ შეამჩნიონ განსხვავება ვერც ხარისხში და ვერც ატმესფეროში“, - ამბობს "ვკუსნო ი ტოჩკა“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ პაროევი.

"გემრიელია და წერტილის“ სლოგანია - „სახელი იცვლება, სიყვარული რჩება."