ავტორი:

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია" - იენს სტოლტენბერგი

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია" - იენს სტოლტენბერგი

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა.

"ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ეს ეხება ტერორიზმს, ეს ეხება იარაღის ექსპორტს", - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთი ალიანსის მთავარი მოკავშირეა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო შავ ზღვაზე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გავიგოთ, რომ ნატოს არცერთ მოკავშირეს არ განუცდია იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ არ დაუკონკრეტებია.

შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გასულ თვეში განაცხადეს, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ თურქეთისგან, რომელიც მათ ქურთი ბოევიკებისა და სხვა ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.