ავტორი:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს მასპინძლობს

უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის გუნდს მასპინძლობს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მიმდინარეობს და მას 55 000 გულშემატკივარი ესწრება.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ, ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

გუნდების ბოლო დაპირისპირება ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 6 ივნისს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:5 დასრულდა.