ავტორი:

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში განვიხილავთ ზელენსკისთან და პუტინთან..." - რას აცხადებს ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტის თემაზე?

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში განვიხილავთ ზელენსკისთან და პუტინთან..." - რას აცხადებს ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტის თემაზე?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს თ

ურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს.

"უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დიდწილად, ამ ქვეყნებიდან მოდის. ამ ეტაპზე ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, საწყობებში გვაქვს 5 მილიონი ტონა ხორბალი, მაგრამ გვინდა ეს მოცულობები გავზარდოთ," - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მუშაობაში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს კვირაში ჩვენ განვიხილავთ ზელენსკისთან და პუტინთან, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას," - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.