ავტორი:

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში 16 ივნისს ჩავლენ - მედია

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში 16 ივნისს ჩავლენ - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინას 16 ივნისს ეწვევიან, - ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება.

ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ ხაზი გაუსვან ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევიან.