ავტორი:

"ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს" - ირაკლი ზარქუა

"ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს" - ირაკლი ზარქუა

მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან - როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ზარქუა ზურაბიშვილს შეახსენებს, რომ თავის დროზე მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაუწია რეკომენდაცია, “მაშინ როცა ამას “ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენელი არ ეთანხმებოდა“.

"სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება ჰქონდა. ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა სამართლიანობას და სიმართლის თქმას ნიშნავს. გამომდინარე აქედან ვისურვებდი უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გარდა ამისა, ზარქუას თქმით, თუკი ვინმეს ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ კარგი გაუკეთებია, ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი - ვინმეს მოსწონს თუ არა ის.

"რაც ივანიშვილმა გააკეთა, იმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს დანარჩენმა - მერე ექნებათ ხმამაღლა ლაპარაკის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.