ავტორი:

"ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, ხოლო საქართველოსა და რუსეთში არაა მოსაწონი" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, ხოლო საქართველოსა და რუსეთში არაა მოსაწონი" - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი "მოგონილი და არარსებული მიზეზითაა დაპატიმრებული“.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია.

"მე და საერთოდ ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი სრულიად ტყუილად, მოგონილი და არარსებული მიზეზითაა დაპატიმრებული. ადამიანი ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, მათ შორის ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, ხოლო საქართველოსა და რუსეთში არაა მოსაწონი.

სხვათა შორის, რუსეთშიც ძალიან ბევრს მოსწონს და ამბობენ, რომ ნეტავ სააკაშვილი ჩვენ გვყოლოდაო. ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანი გათავისუფლდეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.