ავტორი:

"უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად" - ზელენსკი

"უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად" - ზელენსკი

უკრაინა მზად არის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს დრო საუბრისთვის, რომელიც უსარგებლოა. ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად," -განაცხადა ზელენსკიმ.

ყველა რუს ოფიციალურ პირს, ვინც ყირიმის ძვირფასი მიწა წაგვართვა, ახსოვდეს: ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ სიმშვიდე ექნებათ, - თქვა ზელენსკიმ.

"ვთხოვ ყველას, ვისაც ასეთი შესაძლებლობა აქვს, დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. ამცნეთ მათ სიმართლე. თქვით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული. უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარი ჰორლივკას, დონეცკს, ლუგანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ყირიმსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტისა და სუდაკის, ჯანკოისა და ევპატორიას თავზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სევეროდონეცკზე საუბრისას კი უკრაინის პირველმა პირმა დასძინა, რომ ამ ბრძოლის ადამიანური ღირებულება მათთვის ძალიან მაღალია.

მისი თქმით, ეს უბრალოდ საშინელებაა.

შეგახსენებთ, სევეროდონეცკი ქვეყნის აღმოსავლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევა და მასზე სრულ ოკუპაციას რუსული ძალები უახლოვდებიან.

რეგიონის გუბერნატორმა დღეს საღამოს განაცხადა, რომ ქალაქისკენ მიმავალი სამივე ხიდი განადგურებულია.

ამასთან, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები უნდა „ჩაბარდნენ ან მოკვდნენ“.