ავტორი:

"ღირებულებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი... და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - მიხაილო პოდოლიაკის მიმართვა ღარიბაშვილს

"ღირებულებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი... და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - მიხაილო პოდოლიაკის მიმართვა ღარიბაშვილს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"არავინ ეწერება რიგში მოხალისედ რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის. უკრაინა საშინელ ფასს იხდის იმისთვის, რომ ევროპული დემოკრატია აირჩია. უკრაინა დიდ ფასს იხდის საკუთარი ცივილიზაციის დასაცავად.

ღირებულებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი.

და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“ - წერია გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილია მონიშნული.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">No one voluntarily queues for the death from 🇷🇺 missiles, <a href="https://twitter.com/GharibashviliGe?ref_src=twsrc%5Etfw">@GharibashviliGe</a>. 🇺🇦 pays a terrible price choosing to be a European democracy. 🇪🇺 pays a high price protecting its civilization. Values are more important than profit. What is important for you? Application queue number?</p>&mdash; Михайло Подоляк (@Podolyak_M) <a href="https://twitter.com/Podolyak_M/status/1536600820589940737?ref_src=twsrc%5Etfw">June 14, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში საქართველოს, შემდეგ უკრაინას და მოლდოვას.