ავტორი:

"რუსეთის მიერ უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის, ჩეჩნების და სირიელების გამოყენება ამაზრზენია" - რომის პაპი

"რუსეთის მიერ უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის, ჩეჩნების და სირიელების გამოყენება ამაზრზენია" - რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის ჩეჩნებისა და სირიელების გამოყენება ამაზრზენია, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Stampa-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

ამასთან, პაპი რუსულ ჯარს აღწერს, როგორც „სასტიკსა და ულმობელს“ და აცხადებს, რომ უკრაინელები "გადარჩენისთვის იბრძვიან".

რომის პაპი იმედოვნებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს სექტემბერში, ყაზახეთში შეხვდება.