ავტორი:

ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის ლობისტად არაოფიციალურად მუშაობდა - რა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს Washington Post-ი

ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის ლობისტად არაოფიციალურად მუშაობდა - რა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს Washington Post-ი

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის სპიკერი, ქრისტინა პეშოუ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოელ ლობისტად დარეგისტრირდა. როგორც გაირკვა, ის ამ მიმართულებით 2018-2020 წლებში მუშაობდა, თუმცა ოფიციალურად ახლა დარეგისტრირდა.

როგორც Washington Post-ი წერს, ქრისტინა პუშოუმ საქართველოში "მოხალისედ" მუშაობა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მას გაწეული სამსახურისთვის სულ 25 000$ გადაუხადეს. პირველი ანაზღაურება 10 000$-ის ოდენობით, 2018 წლის ოქტომბერში ნაღდი ფულით მიიღო. ქრისტინა 6 კვირის განმავლობაში უფასოდ ცხოვრობდა თბილისში მდებარე ბინაში, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებულ პირს ეკუთვნოდა.

"ქრისტინას სამუშაო მოიცავდა სტატიების წერას, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებთან და ოფიციალურ პირებთან დაკავშირებას, ასევე საქართველოსა და აშშ-ში სააკაშვილის ადვოკატირებას", - აცხადებს ლობისტის ადვოკატი, მაიკლ შერვინი.

პუშოუს ღიად აქვს გაცხადებული სოციალურ მედიაში, რომ ის სააკაშვილისთვის მუშაობდა. LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, ფლორიდის გუბერნატორის ოფისს 2021 წლის მაისში შეუერთდა.

"მანამდე არაკომერციული ორგანიზაციის დირექტორად მუშაობდა, რომელიც თბილისშია დაფუძნებული და ორიენტირებულია განათლებისა და პროფესიული განვითარების საშუალებით ახალგაზრდების გაძლიერებაზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში საუბრობს ქართული ოპოზიციური პარტიის კამპანიის სტრატეგიაზე და ამ პარტიას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოიხსენიებს", - წერს "ვაშინგტონ პოსტი."

ლობისტად დარეგისტრირებაზე განცხადება ქალმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს 6 ივნისს წარუდგინა, სადაც წერს, რომ მისი საქმიანობა მოიცავდა "საზოგადოებასთან ურთიერთობას და საერთაშორისო აუდიტორიისთვის საინფორმაციო მასალების მომზადებას და გავრცელებას“.

პუშოუ, რონ ფლორიდის გუბერნატორთან 1-წლიანი მუშაობის შემდეგ, საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მისი უფროსის მფარველი და მედიის სასტიკი კრიტიკოსი.

"თვითერმა“ მისი ანგარიში გასულ წელს დაბლოკა. მიზეზი ერთ-ერთი რეპორტიორისადმი მიძღვნილი განცხადება გახდა, რომლის შემდეგაც ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

წყარო: washingtonpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა