ავტორი:

უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენენ, შემდეგი ბრიტანელების კონტინგენტია - რა განაცხადა მამუკა მამულაშვილმა Sky News-თან?

უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენენ, შემდეგი ბრიტანელების კონტინგენტია - რა განაცხადა მამუკა მამულაშვილმა Sky News-თან?

ამჟამად, დაახლოებით 3000 ბრიტანელი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა Sky News-ს განუცხადა.

ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ "ქართული ლეგიონი" მამულაშვილმა 2014 წელს დააარსა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. მამულაშვილის თქმით, ლეგიონი 8 წელია იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინისთვის და საქართველოსთვის.

როგორც Sky News-ი წერს, ქართველები უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ, ბრიტანელები კი სიდიდით მეორე კონტიგენტს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ ფლობს უკრაინაში მებრძოლი ბრიტანელების რაოდენობაზე ოფიციალურ ინფორმაციას.

Sky News-ის კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 20 000 უცხოელი ჯარისკაცი იბრძვის.

მანამდე მამულაშვილმა ინტერვიუ უკრაინულ არხს "უკრაინა 24" -ს მისცა. "ქართული ლეგიონის" მებრძოლებისთვის უდიდეს მოტივაციას წარმოადგენს ნახატები, რომლებსაც გვიგზავნიან ქართველი და უკრაინელი ბავშვები. ეს არ გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ ის,რისთვისაც რეალურად ვიბრძვით, რადგან პოზიტივს ვხედავ მხოლოდ სიცოცხლის გაგრძელებაში. ქართველი ხალხი ძალიან ცხადად აცნობიერებს, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და შესაბამისად, ხალხისგან გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა, რაც, სამწუხაროდ, არ მოდის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთვის პრინციპულია გვახსოვდეს ყველა ის ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და ასევე თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ღირებულებებისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმო“, - განაცხად მამუკა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარ მოქმედებებს 15 ქართველი შეეწირა.

იხილეთ ასევე: