ავტორი:

"ნავალნი ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შტაბის უფროსი?

"ნავალნი ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შტაბის უფროსი?

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც პატიმრობა 11 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი, ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას მისი შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, როდესაც ნავალნის ადვოკატი მივიდა სასჯელაღსრულების N2 კოლონიაში, მას უთხრეს, რომ ციხეში „ასეთი მსჯავრდადებული არ არის“. სად არის ახლა ალექსეი და რომელ კოლონიაში მიჰყავთ, ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა ვოლკოვმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში ნავალნიმ რუსეთის სასამართლოში ვიდეო ლინკის საშუალებით გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი და მას შეშლილი უწოდა, რომელმაც დაიწყო "სულელური ომი", და უკრაინასა და რუსეთში უდანაშაულო ხალხს კლავს.