ავტორი:

არაოფიციალური ცნობით, პუტინი, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, კომაშია - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

არაოფიციალური ცნობით, პუტინი, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, კომაშია - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

გამოცემა OBOZREVATEL-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია და ის კომაშია.

გამოცემა აღნიშნულს დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

"სავარაუდოდ, სიმსივნის მოსაშორებლად ჩატარდა წარუმატებელი ოპერაცია, რის შემდეგაც პუტინი კომაშია, კრემლმა კი ძალაუფლების გადაბარების მომზადება დაიწყო“, - წერს OBOZREVATEL-ი.

მათივე ცნობით, პუტინის გარემოცვა ახლა ეძებს "მემკვიდრეს", რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეცვლის. დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მისი სხეული არ რეაგირებს ტკივილზე.

"დიქტატორის გარემოცვამ სავარაუდოდ, გადაწყვიტა პუტინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამალვა და ისინი აპირებენ ეს საიდუმლოდ შეინახონ მანამდე, სანამ კრემლი პუტინის შემცვლელს არ იპოვის", - წერს გამოცემა.

  • ცნობისთვის, უკვე დიდი ხანია, რაც მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მძიმე დაავადებები აღენიშნება, მათ შორის ერთ-ერთი ონკოლოგიური დაავადებაა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ინტენსიური განხილვის საგანია.

აშშ-ს საიდუმლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს გამო, აპრილში გაიარა მკურნალობის კურსი და საზოგადოების წინაშე ამის შემდეგ გამოჩნდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა.