ავტორი:

გიორგი გახარიას პარტია არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას

გიორგი გახარიას პარტია არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას

მოქალაქეების უფლებაა, რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია, ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ - არც ერთში,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ეს პროცესი, რაც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, "ქართულმა ოცნებამ" დაიყვანა ფორმებამდე და თარიღებამდე და არა პოლიტიკურ ნებამდე.

"დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს "ოცნებისგან" პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყოს მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ - არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ", - განაცხადა დაუშვილმა.