ავტორი:

"ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?" - დიმიტრი მედვედევი

"ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?" - დიმიტრი მედვედევი

"ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი "ტელეგრამის“ არხზე წერს.

"ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას "ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანისიქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარში.

ისმის კითხვა: და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია - მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში "ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია,“- წერს მედვედევი.