ავტორი:

"მოსახლეობის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას... ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ" - კობახიძე

"მოსახლეობის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას... ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე - აქციის კონტექსტში პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც არასერიოზულია აქციის კონტექსტში პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და "ამ მოცემულობას ხვალინდელი, მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს".

"ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.

როდესაც ასეთი მოუმზადებელი აქცია იგეგმება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოცემულობა, მოსახლეობის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და ასეთ დროს, როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ასეთ დროს ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა "დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".