ავტორი:

"პუტინი იგივენაირად ფიქრობს და საუბრობს" - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი კობახიძეზე

"პუტინი იგივენაირად ფიქრობს და საუბრობს" - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი კობახიძეზე

პუტინი იგივენაირად ფიქრობს და საუბრობს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

ევროდეპუტატი მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და შესაბამისი “ტვიტი“ გააზიარა, სადაც კობახიძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა ჰქონდა, რომელიც კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან.