ავტორი:

"მოლდოვისა და უკრაინის სტატუსზე პოზიტიური სიგნალია - მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა" - რას ამბობს მაკრონი Politico-სთან?

"მოლდოვისა და უკრაინის სტატუსზე პოზიტიური სიგნალია - მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა" - რას ამბობს მაკრონი Politico-სთან?

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას "მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

"მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გავუგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ", - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესსკონფერენციაზე.

Politico წერს, რომ ევროპული კომისია, უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაციას, სავარაუდოდ, პარასკევს გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 23-24 ივნისს ბრიუსელში სამიტს გამართავენ. Politico-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ „მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი, ქვეყანა, რომელიც მაკრონის განცხადებით, "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.